დაგეგმილი სამუშაოები

04/09/2019 ხვალ, 5 სექტემბერს ჯივიპი გლდანის რაიონში, მირაქიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს


ხვალ, 5 სექტემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, მირაქიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 5 სექტემბერს, 23:00 საათიდან 6 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში:

მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს, გიორგიწმინდის, ბერთუბნის დასახლებებს, კობახიძის, მაისურაძის,  კულა გლდანელის, ბორჩალოელის, ნასერალას ქედისა და თეთრი ტბის ქუჩებს


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

27/02/2020 ხვალ, 28 თებერვალს, ჯივიპი საბურთალოს რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
27/02/2020 ხვალ, 28 თებერვალს, ჯივიპი სამგორის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
26/02/2020 ხვალ, 27 თებერვალს, ჯივიპი ისნის რაიონში, ლაისტის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
26/02/2020 ხვალ, 27 თებერვალს, ჯივიპი სამგორის რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
24/02/2020 ხვალ, 25 თებერვალს, ჯივიპი კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს