დაგეგმილი სამუშაოები

19/09/2019 gwp ხვალ ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა.

 

პროექტის ამ ეტაპზე შეიცვალა 2.6 კმ სიგრძის წყლისა და წყალარინების ქსელი. წყალმომარაგების განახლებულ სისტემაზე  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 3.8 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

ჯივიპი, ხვალ, 20 სექტემბერს წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს განხორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ,  20 სექტემბერს დილის 10:00 საათიდან  21 სექტემბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ვაკის რაიონში:

 

რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, ავალიანის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის,  დარიალის, მოსაშვილის, ელიავას, მუხაძის, მიშველაძის, ბერძენიშვილის, რადიანის, მირცხულავას და ყიფშიძის ქუჩებს; ჭავჭავაძის გამზირს N17-დან N37-ის ჩათვლით და N36-დან N58-ის ჩათვლით; აბაშიძის ქუჩას N13-დან N82-ის ჩათვლით; N22-დან N86-ის ჩათვლით; რაზმაძის ქუჩას N27-დან N57-ის ჩათვლით და N22-დან N68-ის ჩათვლით; ფალიაშვილის ქუჩას N31-დან N87-ის ჩთვლით და N32-დან N118-ის ჩათვლით; თამარაშვილის ქუჩას N3-დან N13-ის ჩათვლით; ნატახტრის ქუჩას N13-დან N21-ის ჩათვლით და N12-დან N20-ის ჩათვლით; იოსელიანის ქუჩას N5, ბალანჩივაძის ქ. N3;

 

19.09.2019

17/10/2019 gwp ხვალ, 18 ოქტომბერს, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
17/10/2019 gwp ხვალ, 18 ოქტომბერს, ვაკის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
17/10/2019 gwp ხვალ, 18 ოქტომბერს, ისნის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
17/10/2019 gwp ხვალ, 18 ოქტომბერს, ვაკის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
16/10/2019 gwp ხვალ, 17 ოქტომბერს, ვაკის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს