დაგეგმილი სამუშაოები

18/10/2019 gwp ხვალ, 19 ოქტომბერს, ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

 

ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერმა კახეთის გზატკეცილის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ისნის პანდუსთან წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

 

კომპანიამ, პროექტის აღნიშნულ ეტაპზე 500 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოაწყო,  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და სახანძრო ჰიდრანტები დაამონტაჟა.  

ჯივიპი ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით,  გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 19 ოქტომბერს განახორციელებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

 

აღნიშნულთან დაკავშრებით, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 19 ოქტომბერს, 18:00 საათიდან 20 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ისნის რაიონში:

 

შირაქის, აწყურის, შორაპნის, ცუცხვათის, გარე კახეთის, ზინდისის, ძევერის, კოშკოვანის, მამისაშვილის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის, ანჯაფარიძის ქუჩებს, საექიმოს ქ. გასასვლელს, ლ.კაჩინსკის ქ. N 15-დან N 29-ის ჩათვლით, N 12-დან N 22-ის ჩათვლით, ზურაბიშვილის ქ. N 29-დან N 75-ის ჩათვლით, N 74-დან N 88-ის ჩათვლით, ქ.დედოფლის გამზ. N 63-დან N 73-ის ჩათვლით, N 90-დან N 108-ის ჩათვლით

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

 

 

20/11/2019 gwp ხვალ, 21 ნოემბერს, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/11/2019 gwp ხვალ, 20 ნოემბერს, ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/11/2019 gwp ხვალ, 20 ნოემბერს, ისნის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/11/2019 gwp ხვალ, 20 ნოემბერს, დაბა წყნეთში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
18/11/2019 gwp ხვალ, 19 ნოემბერს, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს