დაგეგმილი სამუშაოები

29/10/2019 ხვალ, 30 ოქტომბერს ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 

 

ხვალ, 30 ოქტომბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 30 ოქტომბერს,  11:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ნაძალადევის რაიონში

 

გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის  მთის, სამრეღეთის, ზაქარაიას,  ხერთვისის, გორდის, ლაითურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქართლის, დაისის, ღრმაღელის, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, მოლოკოვის, გრუზინსკის, ბენდელიანის, ზედაზენის ქუჩებს; თბილისის ზღვის მიმდებარედ კადეტთა კორპუსს და დევნილთა დასახლებას, ბეშენოვას, ვანათის, გარეჯის ქუჩას შესახვევებით, ახალ მოწამეთა, კეხვის, იოსელიანის, სუვოროვის,  ბენდელიანის, მახათის აღმართის ჩიხებს.

 


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

 

 

20/11/2019 gwp ხვალ, 21 ნოემბერს, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/11/2019 gwp ხვალ, 20 ნოემბერს, ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/11/2019 gwp ხვალ, 20 ნოემბერს, ისნის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/11/2019 gwp ხვალ, 20 ნოემბერს, დაბა წყნეთში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
18/11/2019 gwp ხვალ, 19 ნოემბერს, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს