დაგეგმილი სამუშაოები

14/01/2020 ჯივიპი ხვალ, 15 იანვარს, ნუცუბიძის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს


ხვალ, 15 იანვარს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ქუჩა N221-ის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 15 იანვარს,  22:00 საათიდან 16 იანვრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

ნუცუბიძის 1 მ/რ-ში  N1- დან  10 კორპუსის ჩათვლით,  ვაჟა ფშაველას IV, V, VI კვარტლებს, ნუცუბიძის ქ. N221,223-ს, პოლიტკოვსკაიას (ჯიქია), ფხაკაძის,იოსელიანის, მინდელის, ძოწის, თოფურიას,ნადირაძის, სანდრო ეულისა(ანჯაფარიძის) და შავიშვილის ქუჩებს.


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

23/01/2020 gwp ხვალ, 24 იანვარს, სამგორის რაიონში, ვერკეთილის მესამე მასივში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
20/01/2020 ხვალ, 21 იანვარს, ჯივიპი გლდანის მე-3 მიკრორაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
19/01/2020 gwp ხვალ, 20 იანვარს, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/01/2020 gwp ხვალ, 20 იანვარს, მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
15/01/2020 gwp ხვალ, 16 იანვარს, სამგორის რაიონში, ვარკეთილის ზემო პლატოს N32 კორპუსთან ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს