დაგეგმილი სამუშაოები

20/01/2020 ხვალ, 21 იანვარს, ჯივიპი გლდანის მე-3 მიკრორაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 

ხვალ, 21 იანვარს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, გლდანის III მიკრორაიონის N15 კორპუსის მიმდებარედ  წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

 

სამუშაოების მიმდინარეობისას, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  ხვალ, 21 იანვარს,  23:00 საათიდან  22 იანვრის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

გლდანის რაიონში:

გლდანის მე-5 მ/რ-ს  N1, 2, 3 და N4 კორპუსებს, გლდანის მე-3 მ/რ-ს  N1-12 კორპუსებს, კეცხოველის და ნანეიშვილის ქუჩებს.

 


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

 

 

 

06/02/2020 gwp ხვალ, 7 თებერვალს დიდუბის რაიონში ახალ ქსელზე გადერთებით სამუშაობს განახორციელებს
06/02/2020 ჯივიპი, 7 თებერვალს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს
05/02/2020 gwp ხვალ, 6 თებერვალს დიდუბის რაიონში, ბოხუას ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
04/02/2020 gwp ხვალ, 5 თებერვალს ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
04/02/2020 gwp ხვალ, 5 თებერვალს საბურთალოს რაიონში, კოსტავას ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს