დაგეგმილი სამუშაოები

06/02/2020 ჯივიპი, 7 თებერვალს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა.

კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  აღნიშნულ მონაკვეთში შეიცვალა 0.5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი. წყალმომარაგების განახლებულ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო.

კომპანიამ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში, ჯამურად, 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ჯივიპი ხვალ, 7 თებერვალს გადაერთებით სამუშაოებს იწყებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 7 თებერვალს ღამის 23:00 საათიდან 8 თებერვლის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

თამარაშვილის   გამზ. N1-დან - N13 მდე, სვანიძის, წყნეთის, ყიფშიძის, ვ. გაბაშვილის,აბულაძის, ქუჩებს,  ჭავჭავაძის გამზ.N33-დან  N75 მდე,  N52-დან N80-ის ჩათვლით, ლეჟავას, ხაბეიშვილის, წერეთლის,მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, დარიალის, მიშველაძის, კავსაძის ქუჩებს,  ფალიაშვილის ქ. N43-დან N87-მდე,  N58-დან N118-მდე, აბაშიძის ქ.N35-დან N89-მდე,  N34-დან N86-მდე, მიხეილ მესხის  სახ. სტადიონს, რამიშვილის ქუჩაზე პოლიციის შენობას და კორტებს



 ჯივიპი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

21/10/2020 ჯივიპი ხვალ, 22 ოქტომბერს, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
19/10/2020 ხვალ, 20 ოქტომბერს ჯივიპი ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
19/10/2020 ხვალ, 20 ოქტომბერს ჯივიპი საბურთალოს რაიონში, სოფელ ზურგოვანაში დასახლებაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
18/10/2020 ხვალ, 19 ოქტომბერს ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
14/10/2020 ხვალ, 15 ოქტომბერს ჯივიპი ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს