დაგეგმილი სამუშაოები

17/02/2020 ჯივიპი, ხვალ,18 თებერვალს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა.  აღნიშნულ მონაკვეთზე 0.5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი შეიცვალა. წყალმომარაგების განახლებულ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო.  

 

კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე წყალმომარაგების  ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ხვალ, 18 თებერვალს გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ,  18 თებერვალს დილის 10:30 საათიდან  19  თებერვლის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ვაკის რაიონში:

 

თამარაშვილის გამზ. N1-N13, სვანიძის, წყნეთის, ყიფშიძის, ვ. გაბაშვილის, აბულაძის ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზ. N33-N75; N52-N80, ლეჟავას, ხაბეიშვილის, საჯაიას, წერეთლის, მოსაშვილის ქ. N7-9, მიხეილ მესხის  სახ. სტადიონს, რამიშვილის ქუჩაზე პოლიციის შენობას და კორტებს.

 

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

ჯივიპი შექმნილი დისკომფორტისთვის, ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

 

21/10/2020 ჯივიპი ხვალ, 22 ოქტომბერს, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
19/10/2020 ხვალ, 20 ოქტომბერს ჯივიპი ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
19/10/2020 ხვალ, 20 ოქტომბერს ჯივიპი საბურთალოს რაიონში, სოფელ ზურგოვანაში დასახლებაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
18/10/2020 ხვალ, 19 ოქტომბერს ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
14/10/2020 ხვალ, 15 ოქტომბერს ჯივიპი ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს