დაგეგმილი სამუშაოები

06/05/2020 ხვალ, 7 მაისს, ჯივიპი საბურთალოს რაიონში, ჰუგო ჰუბერტის ქუჩაზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ხვალ,  7 მაისს,  კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში,  ჰუგო ჰუბერტის ქუჩა N 97-თან, წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით შეასრულებენ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 7 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ჰუგო ჰუბერტის,  ტიმოთე ბელოის, კრისტიან სტივენის, იაკობ რაინეგსის, ბარონ დებაის, ხატაეთის და შერმადინის ქუჩებს.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. 

28/05/2020 ხვალ, 29 მაისს, ისნის რაიონში, ღვინის აღმართის ქუჩაზე გეგმური ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება
28/05/2020 ჯივიპი ხვალ, 29 მაისს, ისნის რაიონში, ყვარლის ქუჩაზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებ ჩაატარებს
28/05/2020 ჯივიპი ხვალ, 29 მაისს, ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
26/05/2020 ჯივიპი ხვალ, 27 მაისს, ვარკეთილის სატუმბო სადგურზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
24/05/2020 ჯივიპი, ხვალ, 25 მაისს საბურთალოს რაიონში გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს