დაგეგმილი სამუშაოები

23/05/2020 ჯივიპი 25 მაისს, ვაზისუბნის სატუმბო სადგურზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 

25 მაისს, ორშაბათს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,  ისნის რაიონში, ვაზისუბნის სატუმბო სადგურზე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის აუცილებელ, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ.

 

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ვაზისუბნის სატუმბო სადგურის რეზერვუარის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 25 მაისს, ორშაბათს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ისნის რაიონში:

ვაზისუბნის 1-ელ, მე-2 და მე-3 მიკრორაიონებს, მე-4მიკრორაიონის I კვარტალს,  ვაზის, ჯუმბერ ლეჟავას, თ. დავითაშვილის, აშოტ კურაპალატი, მამისაანთუბანი, პატარიძეს, შ.მშველიძეს , უშბას, შანდორ პეტეფის ქუჩებს.


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge




ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. 

02/06/2020 ჯივიპი ხვალ, 3 ივნისს, საბურთალოს რაიონში, ჰუგო ჰუბერტის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
28/05/2020 ხვალ, 29 მაისს, ისნის რაიონში, ღვინის აღმართის ქუჩაზე გეგმური ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება
28/05/2020 ჯივიპი ხვალ, 29 მაისს, ისნის რაიონში, ყვარლის ქუჩაზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებ ჩაატარებს
28/05/2020 ჯივიპი ხვალ, 29 მაისს, ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
26/05/2020 ჯივიპი ხვალ, 27 მაისს, ვარკეთილის სატუმბო სადგურზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს