დაგეგმილი სამუშაოები

02/06/2020 ჯივიპი ხვალ, 3 ივნისს, საბურთალოს რაიონში, ჰუგო ჰუბერტის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 

ხვალ, 3 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში,  ჰუგო ჰუბერტის ქუჩა  N 97-თან, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 3 ივნისს, 23:50 საათიდან 4 ივნისის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

 

საბურთალოს რაიონში:

დიდი დიღმის მე-3  და მე-4  მიკრორაიონებს, სტრაბონის, ნიკო  ბურის, ნესტან დარეჯანის, სტივენსის, ლამბერტის, კლაპროტის, რაინგესის, ბარონ დებაის, ჰუბერტის, ზუტნერის, შერმადინის, ხატაეთის, ანდრონიკაშვილის, დანიბეგაშვილის, იან ფომერის, ბელოის, მომპერეს, კასტელის, შმერლინგის, ტილკეს, ბატონიშვილის, მარკო პოლოს, მირიან მეფის,შაქარაშვილის თავდადებულის, ჯავახიშვილის, ცხაკაიას ქუჩებს, გეხლტმანის ქუჩას და ჩიხებს.

 


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

 

 

05/07/2020 ხვალ, 6 ივლისს, ჯივიპი ისნის რაიონში, გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
05/07/2020 ხვალ, 6 ივლისს, ჯივიპი ვაკის რაიონში, გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
02/07/2020 ჯივიპი ხვალ, 3 ივლისს, მაქს ტილკეს ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
30/06/2020 ჯივიპი ხვალ, 1 ივლისს ჩუღურეთის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
28/06/2020 ჯივიპი ხვალ, 29 ივნისს სოფელ გლდანში, წყაროს ქუჩაზე, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს