დაგეგმილი სამუშაოები

17/06/2020 ჯივიპი 18 ივნისს, ნატახტრის სათავე ნაგებობის მაგისტრალურ წყალსადენზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  18 ივნისს დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, ნატახტრის სათავე ნაგებობის მაგისტრალურ წყალსადენზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, რთული ტექნიკური სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის  წყლისგან დაცლაა აუცილებელი.  აღნიშნულ პერიოდში, 18 ივნისს, 23:00 საათიდან, 19 ივნისის 15:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

დიდუბის რაიონი, წყალტუბოს, მირცხულავას, ბაღის, ტრანსპორტის, სამტრედიის, აგლაძის, გუდაუთის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, ვანის, კერესელიძის, კედიას, გვეტაძის, გაფრინდაულის, ფიფიას, ევდოშვილის, სოხუმის, ზუგდიდის, თევდორე მღვდლის, ცემის, ფიფიების, გორის, ბათუმის, ფოთის, ვახუშტი ბაგრატიონის, ქუთაისის, იამანიძის, ქურდიანის, ყიფიანის, მეტრეველის, ვორონინის, ცაბაძის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, ბაქოს, კვინიკაძის, პასტერის, კარგარეთელის, აღმაშენებლის, ტოვსტონოგოვის, კახიძის, ტეტელაშვილის, ზ.ჭავჭავაძის, უზნაძის, დგებუაძის, კონსტიტუციის ქუჩებს

ჩუღურეთის რაიონი, ი.ჯავახიშვილის, ჩხეიძის, სანქტ-პეტერბურგის, აბაშიძის, ჭოროხის, კიევის, მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, რომის, ტყვიავის, ზ.ქურდიანის, გოგიბერიძის, ტოლსტოის, ხეთაგუროვის, თოიძის, ნ.ჩხეიძის, სულიაშვილის, გამცემლიძის, კუმისის ქუჩებს

კრწანისის რაიონი, შარდენის, რკინის რიგის, ბამბის რიგის, კ.აფხაზის(ლესელიძის), ერეკლე მეორის, სიონის, იეთიმ გურჯის, ჩახრუხაძის, შავთელის, სულთანიშვილის, ყავლაშვილი,ტყავის, საქანელას ქუჩებს

ნაძალადევის რაიონი, დიდუბის დასახლებას, ბუაჩიძის, ც.დადიანის N 271-281 და თ. ერისთავის ქუჩებს.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

 

 

10/07/2020 ხვალ, 11 ივლისს ჯივიპი, 13 ასურელი მამის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
05/07/2020 ხვალ, 6 ივლისს, ჯივიპი ისნის რაიონში, გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
05/07/2020 ხვალ, 6 ივლისს, ჯივიპი ვაკის რაიონში, გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
02/07/2020 ჯივიპი ხვალ, 3 ივლისს, მაქს ტილკეს ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
30/06/2020 ჯივიპი ხვალ, 1 ივლისს ჩუღურეთის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს