დაგეგმილი სამუშაოები

10/07/2020 ხვალ, 11 ივლისს ჯივიპი, 13 ასურელი მამის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

 

ხვალ, 11 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში, 13 ასურელი მამის ქუჩაზე  წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 11 ივლისს, ღამის 23:00 საათიდან, 12 ივლისის დილის 09:00 საათამდე,   წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

საბურთალოს რაიონში

13 ასურელი მამის, როსტევანის, ჯანიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ბენდუქიძის და დიდი დიღმის დასახლებებს, სოფელი დიღმის და ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის  და ვაზისუბნის ქუჩებს.

 

დიდუბის რაიონში:

დიღმის მასივის I კვარტლის N10, 11, 12 კორპუსებს.

 

გლდანის რაიონში

ზაჰესში - გრ. ხანძთელის, სხვიტორის და კასკადის ქუჩებს.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

02/08/2020 ჯივიპი ხვალ, 3 აგვისტოს, დიდუბის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
28/07/2020 ჯივიპი ხვალ, 28 ივლისს, საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვარში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
27/07/2020 ჯივიპი ხვალ, 28 ივლისს, დიდუბის რაიონში, ბალანჩინის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
26/07/2020 ჯივიპი ხვალ, 27 ივლისს, სოფ. თხინვალაში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
23/07/2020 ჯივიპი ხვალ, 24 ივლისს, ნ. ბარათაშვილის ქ.N2-თან წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს