02/08/2020 ჯივიპი ხვალ, 3 აგვისტოს, დიდუბის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 3 აგვისტოს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დიდუბის რაიონში, კოსმონავტების ქუჩა N 49-თან წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ 09/08/2020 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:
დიდუბის რაიონში:
კოსმონავტების ქუჩა N49 (ხოშარაულის ქ.29)
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge