დაგეგმილი სამუშაოები

25/08/2020 ჯივიპი ხვალ, 26 აგვისტოს, გორგასლის ქუჩაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს


ხვალ, 26 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩაზე,  მაგისტრალურ ქსელზე ახალ, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.

აღნიშნული სამუშაოების შედეგად შესაძლებელი იქნება წყლის ნაკადების ეფექტური მართვა, რაც კრწანისისა და ისნის რაიონებში  ქსელზე ტექნიკური  სამუშაოების ჩატარების  დროს წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებს  მნიშვნელოვნად შემცირებს და ნაკლებ დისკომფორტს შეუქმნის მოსახლეობას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამუშაოებს, ხვალ, 26 აგვისტოს 23:00 საათზე დაიწყებს  და 27  აგვისტოს 23:00 საათზე დაასრულებს.

აღნიშნულ პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:

საქანელას ქ, მარჯვენა სანაპიროს N2-N3, შავთელის დაღმართს, ერეკლე მეორის მოედანს, ხარფუხის სატუმბო სადგურს, ლესელიძი ქ, კოტე აფხაზის ქუჩას და მიმდებარე ქუჩებს: ბამბის რიგის, შარდენს, რკინის რიგს, სიონის, ერეკლე II, ტყავის , ანტონ კათალიკოსის , ყავლაშვილის, ჩახრუხაძის, შავთელის, სულთნიშნის, ოქრომჭედელის, ვერცხლის, დიუმას, ნაკაშიძის, ავლევის, ნიშნიანიძის, კათალიკოს ცინცაძისქ,  გორგასლის ქ. №81-115 და №32-40, კრწანისის, ორთაჭალის ქ. №21-93 და №26-134, მეფე სოლომონ II, წინანაურის, დიდი ხეივნის, ხეივანის I, II და III ქუჩებს, გულიას, გულუას, ცოლიკაურის, საბატონოს, ბადაგის, ახალი ხეივნის.

ისნის რაიონში:

სალოსის, დოდაშვილის, ჩკალოვის, წულაძის, ჩოხელის, ზარბრუკერის, იუნკერების, ლაისტის, ჰოსპიტალის, ბოლნისის, მალხაზის, ნიკოლა ბაჟანის, უორდროპის, ჯავადის, ლერწმის, ნადირაშვილის, დირსი ჭალის, დირსის დასახლებას.


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

23/09/2020 ხვალ, 24 სექტემბერს ჯივიპი ვაკის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22/09/2020 ხვალ, 23 სექტემბერს ჯივიპი ისნის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22/09/2020 ხვალ, 23 სექტემბერს, გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე გეგმურ ტექნიკური სამუშაოებს ჩაატარებს
21/09/2020 ჯივიპი ხვალ, 22 სექტემბერს, გლდანის რაიონში, სოფელ გიორგი წმინდაში ტექნიკური სამუშაოებს ჩაატარებს
20/09/2020 ხვალ, 21 სექტემბერს ჯივიპი ვაკის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს