დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

18/11/2020 ხვალ, 19 ნოემბერს ჯივიპი ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 

ხვალ, 19 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,  ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზ. N1-3-თან,  წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ.

 

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას,  წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 19 ნოემბერს  14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:

 

ჩუღურეთის რაიონში:

აღმაშენებელის  N1- დან N23-მდე, N2-14-ის ჩათვლით, ტყვიავის ქუჩას, ტყვიავის შესახვევს, წინამძღვრიშვილის N1-დან N17-ჩთ, N2-დან N26-ჩთ, გოგიბერიძის N1-5, N2-4, ტოლსტოის ქუჩას.

მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქ. (მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენციას); ორბელიანის ქუჩას და შესახვევს; სულხანიშვილის ქუჩას,ბარათაშვილის ქ. N2-14 ჩათვლით; სანაპიროს ქ. N2,2ა; გოგჩის ქ. ფურცელაძის ქ. N28-დან 36 ჩათვლით, N23-25.


წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge


17/05/2021 ჯივიპი ხვალ,18 მაისს, დავით აღმაშენებელის გამზ. N41/1-ში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
13/05/2021 ჯივიპი 14 მაისს ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
11/05/2021 ჯივიპი ხვალ,12 მაისს, მანჯგალაძის ქუჩაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
09/05/2021 ხვალ, 10 მაისს, ბაგების სატუმბო სადგურზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება
09/05/2021 საბურთალოს რაიონში, ხვალ ,10 მაისს, ხატაეთის ქ #270-ში დაგეგმილია ქსელზე გადაერთების სამუშაოები