26/11/2020 ჯივიპი ხვალ, 27 ნოემბერს, ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 27 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ჩუღურეთის რაიონში, გიორგი გედევანიშვილის N27-ში , წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 27 ნოემბერს დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ჩუღურეთის რაიონში:
გედევანიშვილის ქუჩის N 27-ს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge