08/12/2020 ხვალ, 9 დეკემბერს ჯივიპი ისნის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 9 დეკემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ისნის რაიონში, ფაღავას ქუჩა N17-თან, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 9 ნდეკემბერს 22:00 სთ-დან 10 დეკემბრის დილის 12:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ისნის რაიონში:
გურჯაანის, ვახტანგ მე-6-ის, მთავარანგელოზის, ცისკრის, ცისკრის შეს, ფაღავას, ალიხანიანის, ლაგოდეხის, ლაგოდეხის შეს, სართიჭალის, ბოროდინის, ხერხეულიძის, იზაშვილის, ქურხულის, კვეზერელი-კოპაძის (ყოფილი ფოსტის ქუჩა), კვეზერელი-კოპაძის 1 შეს, სართიჭალის შეს, ბადიაურის, დედოფლის წყაროს და წურწუმიას ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge