10/12/2020 ხვალ, 11 დეკემბერს ჯივიპი კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 11 დეკემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, კრწანისის რაიონში, ორთაჭალის მე-3 ჩიხში, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 11 ნდეკემბერს 23:00 სთ-დან 12 დეკემბრის დილის 08:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:
კრწანისის რაიონში:
ორთაჭალის ქ N7-დან N71-ჩთ და N8-დან N60-ჩთ ნომრებს, ორთაჭალის I, II, III, IV,V ჩიხებს და I, II შესახვევს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge