დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი
08/03/2021 ჯივიპი ხვალ, 9 მარტს დაბა წყნეთში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 9 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დაბა წყნეთში, იოსებ გრიშაშვილის ქ. მე-5 ჩიხი N2-ში, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 9 მარტს 12:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ვაკის რაიონში:
დაბა წყნეთში: გრიშაშვილის ქუჩას
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge