დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

11/03/2021 ჯივიპი ხვალ, 12 მარტს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე ტექნიკური სამუშაოების ბოლო ეტაპს ჩაატარებს

 

ხვალ, 12 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური, ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელი სამუშაოების ბოლო ეტაპს ჩაატარებს. წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

 

წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილ სამუშაოების ფარგლებში მაგისტრალური წყალსადენების ერთმანეთთან დაკავშირება მოხდება. დამონტაჟდება  ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები, რაც კომპანიას  წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს.

 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონებს   წყალმომარაგების ალტერნატიული შესაძლებლობა ექნება, რაც მინიმუმადე შეამცირებს ტექნიკური სამუშაობის დროს აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების შეზღუდვას.

 

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც  ხვალ, 12 მარტს,  დღის 12:00 საათიდან 13 მარტის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში:

მუჯირიშვილის, ბაბისხევის, კაიშაურის N21-49, N24-52, ჟონეთის N21-73, N22-80, კიკეთის, ნიაბის, ნიაბის შესახვევებს, სომხეთის, გალავანის N15-23 N14-32, შორაპნის, ბუშის (მელაანის) ქუჩებს და შესახვევებს, გუჯარეთის I და II ქუჩებს, ზურაბაშვილის N3-17, ნოსირის, უბილავას, კასპის, აწყურის N3-3ა, კაჩინსკის N6-8, ქეთევან დედოფლის N76-78 ივერიელის ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში:

სამურზაყანოს, აფხაზეთის, აგარის, 9 ძმის N23-149 და N2-90, მნათობის, დავითაშვილის, ბაგრატიონის,  ჯაბაურის, სიღნაღის, ლამის, დიღომბარის, სალიას ქუჩებს, მონასტერს, მამარდაშვილის, სამშვილდის, ტყეკულტურა შესახვევებით, არგვეთის, აჭარის, მეუნარგიას ქ. N19-73, N28-72,  მახათის აღმართის ქუჩას თავისი შესახვევებით,  აგიაშვილის, ალავერდის, ეშბას, მიზანდარის, ბარაკონის, ხორნაულის, თუმანიშვილი-წერეთლის, გაბისკირიას, გაბუნიას, კანდელაკის, მერი შერვაშიძის, ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების, ივერთუბნის, ბეთაშვილის, ჟორდანიას, ყუბანეიშვილის, პაპავების, ჯორჯაძის, ადამიას, ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, კვარაცხელიას, ჭიპაშვილის, ქუჩებს ზაზიშვილის მე-3, სოლომონ ქურდიანის N1 შეს. აფხაზეთის შეს. სარკინეთის, ტყეშელაშვილი, მანგლისის, წყაროს, მარუაშვილის.

ნაძალადევის რაიონში:

უიარაღოს, წრომის, კელაპტრიშვილის, ნოსტეს, კახიანის, მუშათა, ძმობის I, ძმობის II, ღუდუშაურის, ასათიანის, წაღვერის, კისისხევის, ქებურიას, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის ქუჩებს, მესხის, გ. ასათიანის 1 შესახვევი. .ვასილ თამარაშვილის , ლოტკინის ხევი.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

 

 

05/04/2021 6 აპრილს მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება
04/04/2021 ხვალ, 5 აპრილს ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
01/04/2021 ხვალ, 2 აპრილს ჯივიპი ვაკის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
31/03/2021 ხვალ, 1 აპრილს, მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების საბოლოო ეტაპი ჩატარდება
31/03/2021 ნაძალადევის რაიონში, 1 აპრილს, წერონისის პირველ ჩიხში დაგეგმილია ქსელზე გადაერთების სამუშაოები