დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

15/03/2021 ჯივიპი ხვალ, 16 მარტს, კალანდაძის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

 

ხვალ, 16 მარტს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, კრწანისის რაიონში,  კალანდაძის ქუჩა N3-თან, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ღამის საათებში შესრულდება.

სამუშაობის მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 16 მარტს, საღამოს 22:00 საათიდან 17 მარტის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

კრწანისის რაიონში:

 

გრიშაშვილის, დეკაბრისტების, საბანაძის, ლორთქიფანიძის, კარლო ჩხეიძის, ეფრემ მცირის, შატაიძის, მეფისაშვილის, კალანდაძის, მარტვილის, ნოდარ ტაბიძის, მანანა მელქაძის, აბანოს, ახუნდოვის, ფაბრიკის, ფერდოუსის, მირზა შაფის ქუჩებს, ორთაჭალის ქუჩა N2-58, N1-75 ჩიხებითა და შესახვევებით, გორგასლის  ქ. N1-81 და N2-28 (მათ შორის პროკურატურა, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროები),  გულუას ქ. N10 (შსს).

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

 

 

05/04/2021 6 აპრილს მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება
04/04/2021 ხვალ, 5 აპრილს ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
01/04/2021 ხვალ, 2 აპრილს ჯივიპი ვაკის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
31/03/2021 ხვალ, 1 აპრილს, მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების საბოლოო ეტაპი ჩატარდება
31/03/2021 ნაძალადევის რაიონში, 1 აპრილს, წერონისის პირველ ჩიხში დაგეგმილია ქსელზე გადაერთების სამუშაოები