28/03/2021 ჯივიპი ხვალ, 29 მარტს, ნაძალადების რაიონში, ლეჩხუმის ქუჩაზე, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 29 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ნაძალადევის რაიონში, ლეჩხუმის ქუჩა N45-ში, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაობის მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 29 მარტს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
ნაძალადევის რაიონში
ლეჩხუმის ქ, ლეჩხუმის 1-2-3 შესახევევებს,ახტალის, გომარეთის, ბახმაროს, ჟღენტის ქუჩებს
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge