დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

19/05/2021 ხვალ, 20 მაისს, ჯივიპი ბაგების სატუმბო სადგურზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 

ხვალ, 20 მაისს, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბაგების სატუმბო სადგურზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოების ფარგლებში ბაგების სატუმბო სადგურში განახლდება შემავალი მაგისტრალური წყალსადენის კოლექტორი და ასევე დამონტაჟდება დამატებითი ტუმბო-აგრეგატი.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 20 მაისს საღამოს 22:00 საათიდან 21 მაისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში


ჭავჭავაძის გამზ. N82,83,84, უნივერსიტეტის, ნაფეტვრების გზის, ფხაკაძის, სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელს, ბაგების დასახლებას და ბაგების კორპუსებს. ვაჟა-ფშაველას მე-7 კვ-ს მე-5 კორპუსს, ქავთარაძის ქუჩას. კაკლების დასახლებას, მიხეილ ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას და შესახვევებს, თბილისის, მშვიდობისა და უჩანეიშვილის ქუჩებს.

ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს, კოჯორს, დაბა წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას და კვესეთს.


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

 

14/06/2021 ჯივიპი ხვალ, 15 ივნისს, რჩეულიშვილის ქ-ზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
10/06/2021 ხვალ, 11 ივნისს, ჯივიპი ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
09/06/2021 ხვალ, 10 ივნისს, ჯივიპი აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს
07/06/2021 ჯივიპი ხვალ, 8 ივნისს, კალანდაძის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
07/06/2021 ჯივიპი ხვალ, 8 ივნისს, გაზაფხულის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაობს ჩაატარებს