დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

17/06/2021 ჯივიპი ხვალ, 18 ივნისს, მანჯგალაძის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

 

ხვალ, 18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. 

 

რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია 7 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება.  ამ ეტაპზე უკვე შეიცვალა წყალსადენის 1.2 კმ სიგრძის და წყალარინების 0.5 კმ სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე მოეწყო ახალი განშტოებები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. 

 

წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით კომპანია გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 18 ივნისს 24 საათიან რეჟიმში ჩაატარებს. 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით  ხვალ, 18 ივნისის დილის 11:00 საათიდან 19 ივნისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევისრაიონში:

გურამიშვილის გამზირის N1-N 27, N 2-N 30, ც. დადიანის გამზ. N 34-ის კორპუსებს, N13- 323, N 18-N 160, ხევისუბნის, ზვარეთის, იფნევის, ჟველაურის, ედისის, სვირის, არალეთი, გოგაშენის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხრესილის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მახინჯაურის, რკინიგზის, ე. მანჯგალაძის, მ. ქავთარაძის, ინწკირველის, ჩხიკვაძის, კახიანის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, ნოვოროსიისკის(კონსკაიას ქ); სურგულაძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ხევსურეთის, ქართველიშვილის, ასკურავას, ურიდიას (ჩოდრიშვილი), მიქატაძის, საჭილაოს, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ლეჩხუმის, ღრმაღელის, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზენის, ბენდელიანის, ცინცაძის, ქსოვრელი და რიონჰესის ქუჩებს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. 

 

 

01/08/2021 ჯივიპი ხვალ, 2 აგვისტოს, საბურთალოს რაიონში, ლ.რჩეულიშვილის ქ. N3-თან ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
29/07/2021 ჯივიპი ხვალ, 30 ივლისს , ვაკის რაიონში, ნუცუბიძის 2 მ/რ რეზერვუარის მიმდებარედ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
27/07/2021 28/07 ჯივიპი გმირ კურსანტთა ქ-ზე სატუმბო სადგურში აუცილებელი ტექნიკური სამუშაოებს ჩაატარებს
26/07/2021 27 ივლისს ჯივიპი მთაწმინდის სატუმბო სადგურში და წავკისის რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
25/07/2021 ჯივიპი ხვალ, 26 ივლისს, საბურთალოს რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქ-ზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს