დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

06/07/2021 ხვალ, 7 ივლისს, ჯივიპი თბილისის ზედა ზონების წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ახალი ტუმბო-აგრეგატების მონტაჟს იწყებს

 

ხვალ, 7 ივლისს, ჯივიპი თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ბაგების სატუმბო სადგურში ახალი ტუმბო-აგრეგატების დამონტაჟებას იწყებს.

აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში 7 ივლისს   საღამოს 22:00 საათიდან დაიწყება და 8 ივლისს მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება. შედეგად, ბაგების სატუმბო სადგურს ორი ახალი ტუმბო-აგრეგატი დაემატება, რაც წყნეთში, კოჯორში, კიკეთში, ბეთანიაში, წავკისში, ტაბახმელასა და შინდისში სტაბილურ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

სამუშაოების მიმდინარეობის დროს აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცვლა, რის გამოც, 7 ივლისს   22:00 საათიდან  8 ივლისის 23:55 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

პეტრე ქავთარაძის N 32-42(ლუწებს); N15-27(კენტებს); ნუცუბიძის N131-179(კენტებს); N80-86(ლუწებს); მარგიანის, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N 9,14,15,8ა,10,11,12,13,16,17,18,19; ვაჟა-ფშაველას გამზ. N75,77,79; N72-80; თავხელიძის და მარიჯანის ქუჩებს ვაჟას მე-7 კვარტლის N 25 კორპ, ჟღენტის N 2 , ბედიას ქ. N 1,2,3-ს, უნივერსიტეტის, ნაფეტვრების გზის ქუჩას, ფხაკაძის, ბაგების კორპუსებს, სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელს, ბაგების დასახლებას, კაკლების დასახლებას მთლიანად, მიხეილ ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას თავისი შესახვევებით, თბილისის, მშვიდობის, უჩანეიშვილის, ჭავჭავაძის N 39,41,43,45,47,49, 51, 53, 55,73, 74, 75,76, 78, 80, 82,83, 84, თამარაშვილის N 1, 3, 4, 5, 7, 9,2ა ,2, 4ა ; გ.წერეთლის, ლეჟავას, სულიკო ხაბეიშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირს ,ციციშვილის ქ თავის შესახვევებით, წყნეთის გზატკეცილს შესახვევებით გასავალით და ჩიხებით ,უჩანეიშვილის 2 შესახვევს , უჩანეიშვილის 1 გასავალი, საკანდელიძის, დოლიძის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის ქუჩებს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს.

 

აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით თბილისის ზედა ზონებს - წყნეთს, წავკისს, წავკისის ველს,  ტაბახმელას, შინდისს, კიკეთს, კოჯორს. ბეთანიას, ახალდაბასა და კვესეთს წყალმომარაგება შეეზღუდება   7 ივლისს   22:00 საათიდან 9 ივლისის დილის 08:00 საათამდე. 


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.  სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. 

წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად ჩატარებული სამუშაოები შესაძლებელს გახდის თბილისის ზედა ზონებში მოსახლეობამ, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მეტი რაოდენობის წყალი მიიღოს.   

 

 

 

01/08/2021 ჯივიპი ხვალ, 2 აგვისტოს, საბურთალოს რაიონში, ლ.რჩეულიშვილის ქ. N3-თან ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
29/07/2021 ჯივიპი ხვალ, 30 ივლისს , ვაკის რაიონში, ნუცუბიძის 2 მ/რ რეზერვუარის მიმდებარედ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
27/07/2021 28/07 ჯივიპი გმირ კურსანტთა ქ-ზე სატუმბო სადგურში აუცილებელი ტექნიკური სამუშაოებს ჩაატარებს
26/07/2021 27 ივლისს ჯივიპი მთაწმინდის სატუმბო სადგურში და წავკისის რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
25/07/2021 ჯივიპი ხვალ, 26 ივლისს, საბურთალოს რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქ-ზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს