დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

09/09/2021 ჯივიპი ხვალ, ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

  

ხვალ, 10 სექტემბერს, ჯივიპი ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონში, N16 კორპუსის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.

 

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

 

აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 10 სექტემბრის ღამის 23:00 საათიდან 11 სექტემბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:             

სამგორის რაიონში: ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონს, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის  მე-2 რიგს. ჯავახეთი

ს ქუჩის 1-ელ შესახვევს, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ოსიპ მანდერშტამის, ონაშვილის და უძოს ქუჩებს, წულუკიძის ქუჩას და შესახვევებს, კახეთის გზატკეცილის ნაწილს, სამგორის დასახლების კორპუსებს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

 

 

 

23/09/2021 ჯივიპი ხვალ, 24 სექტემბერს დარიალის ქუჩა N16-თან, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22/09/2021 ჯივიპი ხვალ, 23 სექტემბერს, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. N 8ა-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
20/09/2021 ჯივიპი ხვალ, 21 სექტემბერს , ჩუღურეთის რაიონში მანჯგალაძის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
20/09/2021 ჯივიპი ხვალ, 21 სექტემბერს , სამგორის რაიონში, ვარკეთილის 3, II მ/რ, N16-თან, ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ჩაატარებს
19/09/2021 ჯივიპი ხვალ, 20 სექტემბერს , ვაკის რაიონში, დარიალის ქუჩა N16-თან ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს