დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

15/09/2021 ჯივიპი, 16 სექტემბერს, წავკისის სატუმბო სადგურში ზედა ზონების წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ბოლო ეტაპის სამუშაოებს ჩაატარებს

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ხვალ, 16 სექტემბერს თბილისის ზედა ზონების - წყნეთის, კოჯრის, კიკეთის, ბეთანიის, წავკისის, ტაბახმელასა და შინდისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ჩაატარებს. 

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ზედა ზონების წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად სამუშოები რამდენიმე ეტაპად განახორციელა: დამატებით ახალი ტუმბო-აგრეგატები დაამონტაჟა ბაგების, მთაწმინდისა და წავკისის სატუმბო სადგურებში. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ასევე ჩატარდა წავკისის რეზერვუარსა და წყალმომარაგების ქსელზე.   

 

ბოლო, დამასრულებელ ეტაპზე ხვალ, 16 სექტემბერს კომპანია წავკისის სატუმბო სადგურში მოწყობილი ახალი ტუმბო-აგრეგატების ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება. 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 16 სექტემბერს   საღამოს 23:00 საათიდან 17 სექტემბრის დილის 08:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

დაბა წყნეთს, კოჯორს, კიკეთს, კვესეთს, ტაბახმელას, შინდისს, ახალდაბას, სოფელ ბეთანიას, სამადლოს და ჩერონის დასახლებას. 

 




ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. 

 

 

 

20/11/2022 ჯივიპი, ხვალ 21 ნოემბერს , ვაკის რაიონში, თ.გაზდელიანის ქუჩაზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
17/11/2022 ჯივიპი, 18 ნოემბერს, კრწანისის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
17/11/2022 ჯივიპი, 18 ნოემბერს, საგურამოს სათავე ნაგებობაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
17/11/2022 ჯივიპი, 18 ნოემბერს, მთაწმინდის რაიონში , ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
15/11/2022 ჯივიპი, 16 ნოემბერს, კრწანისის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს