დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

21/10/2021 ხვალ, 22 ოქტომბერს, ვაკის რაიონში, შროშის ქუჩაზე, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება




ხვალ, 22 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, შროშის ქუჩაზე, ახალი  ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.  


სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში შროშის ქუჩაზე მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი, დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ასევე მოეწყო საკვანძო ჭები და   სახანძრო ჰიდრანტები. 


მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.


აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 22 ოქტომბერს, საღამოს 21:00 საათიდან 23 ოქტომბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში -

არაყიშვილის N 21-N 27 (კენტებს), N 20-N 26 (ლუწებს), ტაბიძის, ტაბიძის შეს, რაზმაძის N 1 -N 15 (კენტებს), N 2-N20 (ლუწებს), რაზმაძის N57, ცხვედაძის, აბაშელის, აბაშიძის N 66, დარიალის, ელიავას, შატბერაშვილის, მარაბდის, ქობულეთის, კეკელიძის N17-25(კენტებს), N14,16,18, ნ. ჟვანიას, მცხეთის ქ. ჩიხებით და შესახვევებით, ბურკიაშვილის, შროშის, ქუთათელაძის და ჯანაშვილის ქუჩებს.

 

სამუშაოების დასრულების შემდეგ შროშისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი. 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. 


17/01/2022 ჯივიპი, ხვალ, 18 იანვარს გლდანის რაიონში სატუმბო სადგურზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს
12/01/2022 ჯივიპი ხვალ, 13 იანვარს კრწანისის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშოებს განახორციელებს
11/01/2022 ჯივიპი ხვალ, 12 იანვარს სოფელ ფონიჭალაში აუცილებელ ტექნიკურ სამუშოებს განახორციელებს
10/01/2022 ჯივიპი ხვალ, 11 იანვარს დიდუბის რაიონში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშოებს განახორციელებს
09/01/2022 ჯივიპი ხვალ, 10 იანვარს კრწანისის რაიონში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშოებს განახორციელებს