დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი
15/11/2021 ჯივიპი ხვალ,16 ნოემბერს, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 16 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, სოფ. გამარჯვება, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის N 12-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 16 ნოემბერს, 23:00 საათიდან 17 ნოემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
სიმონ ჩიქოვანის ქუჩას და კოსტავას N 68-ს (პოლიციას, შემოსავლების სამსახურს და ტელევიზიას)
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.