დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი
24/11/2021 ჯივიპი 25 ნოემბერს, გლდანის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 25 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, გაზების დას. სატუმბო სადგურში, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 25 ნოემბერს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში:
სოფ. გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დრასელიას, დ.თავდადებულის ჰერეთის და აფხაზეთი ქუჩებს; გაზის დასახლებას.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.