დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

25/11/2021 ჯივიპი 26 ნოემბერს, ნაძალადევის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 

ხვალ, 26 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და  მესხის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით წყალსადენის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყამომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 26 ნოემბერს, საღამოს 21:00 სთ-დან  27 ნოემბრის დილის 09:00 სთ-მდე   წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის  რაიონში:

 

ჩხიკვაძის, ქებურიას, მესხის, ხუდადოვის N2-16 (ლუწებს), ც.დადიანის N2-24 (ლუწებს), N41-61 (კენტებს), ხიმშიაშვილის, მახალდიანის, კელაპრიშვილის,  ურიდიას (ჩოდრიშვილის), უიარაღოს ქუჩებს, კეკელიძის და ნოსტეს ქუჩებს თავისი შესახვევებით, კახიანის პირველი, მეორე და მესამე შესახვევებს, კაჭრეთის, კონდოლის (ლევან თიგიშვილის), ძმობის, თამარაშვილის N20-52 (ლუწებს), N15-71 (კენტებს),  მაღაროს, მიტინგის, ქართლელიშვილის, კოდალოს, კობალაძის, ენისელის, ეკლესიის, დობროლიუბოვის, ჟღენტის N2-40 (ლუწებს), N1-35 (კენტებს) კისისხევის, ინანიშვილის, წაღვერის, ასათიანის, ღუდუშაურის, მელაანის და ბიჩინაშვილის (მუშათა) ქუჩებს.


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.


01/12/2021 ჯივიპი 2 დეკემბერს, დიდუბის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
01/12/2021 ჯივიპი ხვალ, 2 დეკემბერს , გლდანის რაიონში , თიანეთის გზატ. N72-თან ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
30/11/2021 ხვალ, 1 დეკემბერს, სამგორის რაიონში, ვარკეთილის ზემო პლატო II მ/რ, N21 კორპ-თან წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება
30/11/2021 ხვალ, 1 დეკემბერს, მანჯგალაძისა და ხუდადოვის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება
29/11/2021 ჯივიპი 30 ნოემბერს, დაბა წყნეთში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს