დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი
12/01/2022 ჯივიპი ხვალ, 13 იანვარს კრწანისის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშოებს განახორციელებს
ჯივიპი 13 იანვარს, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქ. N73 -თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშოებს განახორციელებს
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 13 იანვარს 11: 00-დან 19:00 სთ-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
კრწანისის რაიონში
გორგასლის ქ. N41-N81; N8-N28; პროკურატურას, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებს, იუსტიციის სააგენტოს, გულუას ქ. N10 (შსს); გორგასლის შესახვევს; ორთაჭალის ქ N1-N5; N2-N6
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.