დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

23/01/2022 ჯივიპი 24 იანვარს, გლდანის სატუმბო სადგურზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

ხვალ, 24 იანვარს  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, სატუმბო სადგურზე აუცილებელ  სამუშაოებს განახორციელებს. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 იანვარს ღამის 22:00 საათიდან 25 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში

 

გლდანის 3, 3ა, 4, 5, 6, 7, 8 მ/რ-ებს. თიანეთის გზატკეცილს, ვართაგავას, მორეტის, მამკოდის, ა.რაზმაძის, კობერიძის, მიდელაურის, საბაშვილის, კანდელაკის, მიქატაძის, მებაღიშვილის, ბარათაშვილის, წინამძღვრიშვლის, პატარა ტბის, ლესელიძის, ხერგიანის, მარჯანიშვილის, ტიხონოვის, მაისურაძის, ვ. ჟღენტის, გულისაშვილის, კეცხოველის, ნანეიშვილის, წყაროთუბანს, ხიზანიშვილის, ჯაბიძის, ტაბატაძის, სამხარაძის, მირაქიშვილის ქუჩებს, გლდანის საპატიმროს, ჰაიდერბერგცემენტს, ბიტკოინის ქარხანას, სოფ. ბერთუბანს, სოფელ გიორგიწმინდას, ბაბილოძის, ბელქანიას, კვეესის,  კობახიძის, კობახიძის შეს, მახვილაძის, თეთრი ტბის ქუჩას და დასახლებას, ბუცხრიკიძის, ბორჩალოელის, ნასერალას ქედის, ბატონიშვილის და კალანდაძის ქუჩებს, ელ. ქვესადგურის დასახლებას. სოფ. გლდანში: კულა გლდანელის, სააკაძის, ფიროსმანის, რუსთაველის, ხერგიანის, მიქატაძის, ინგუშეთის, წყაროს, მაისურაძის, გულისაშვილის, ოშკელის, ბარათაშვილის, ნასერალას ქედის ქუჩებს.

 

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

13/05/2022 ჯივიპი , ხვალ 14 მაისს ვაკის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
11/05/2022 ჯივიპი 13 მაისს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
10/05/2022 ჯივიპი , ხვალ 11 მაისს ვაკის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
09/05/2022 ჯივიპი , ხვალ 10 მაისს საბურთალოს რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
09/05/2022 ჯივიპი , ხვალ 10 მაისს ვაკის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს