დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი
26/01/2022 ჯივიპი ხვალ, 27 იანვარს გლდანის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშოებს განახორციელებს
ჯივიპი 27 იანვარს, გლდანის რაიონში, გლდანულას დას. N10-ის მიმდებარედ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშოებს განახორციელებს
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 27/01 12: 00სთ-დან 28/01 12:00-საათამდე, , წყალმომარაგება შეუწყდება:
გლდანის რაიონში
გლდანულის დას. (გლდანის ხევის დასახლება), გლდანის ხევის ქუჩას, ჯანჯღავას ქუჩას და ჯანჯრავას მე-3 შესახვევს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.