დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი
23/02/2022 ჯივიპი ხვალ, 24თებერვალს მთაწმინდის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშოებს განახორციელებს
ხვალ, 24 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, მირზა გელოვანის ქ. N1-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკური სამუშაოები ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 თებერვალს, ღამის 23:00 საათიდან 25 თებერვლის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: დაბა წავკისს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.