დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

03/03/2022 ჯივიპი 4 მარტს ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს


ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქეთევან დედოფლის გამზირის  რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. 

კომპანია ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე 5,5 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელს სრულად ცვლის. სარეაბილიტაციო პროექტში  ჯივიპი    4,4 მლნ. ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

ამ ეტაპზე ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე   1,8 კმ სიგრძის წყალსადენისა და 1,1 კმ სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა. განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები და ჭები მოეწყო. 

კომპანია ხვალ, 4 მარტს,  ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით  გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 4 მარტის  დილის 10:00  საათიდან 5 მარტის დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: 

ისნის რაიონში: 

ქეთევან დედოფლის (წამებულის) გამზ. N1-N65 (კენტებს), N4-N74 (ლუწებს), ღვინის აღმართს, რიყის პარკს, დუტუ მეგრელის, მეტეხის, ფერიცვალების, ისნის, ვიქტორ ჯორბენაძის, ჩეხოვის, სოლომონ ბრძენის, ურბნისის, 300 არაგველების, შავსოფლის, ბოდბეს, არბორშიკის, ლუსინიანის, ბოჭორმის, იალბუზის, დოლაბაურის, კაჩინსკის N1 და N3, დესპინე გელოვანის, პატარძეულის, უჯარმის, ეთერ კაკულიას, ფორაქიშვილ-სარაჯიშვილის და თელავის ქუჩებს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.  სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

 

29/06/2022 ჯივიპი, ხვალ 30 ივნისს , მთაწმინდის რაიონში , ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები ჩაატარებს
29/06/2022 ჯივიპი, 30 ივნისს, გლდანის რაიონში ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ჩაატარებს
28/06/2022 ჯივიპი, 29 ივნისს, ვაკის რაიონში ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ჩაატარებს
28/06/2022 ჯივიპი, 29 ივნისს, დაბა წყნეთში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22/06/2022 ჯივიპი, 23 ივნისს, ღრმაღელის წყალგამტარ გვირაბზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ჩაატარებს