დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

22/05/2022 ჯივიპი 23 მაისს, დიდუბის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს


ხვალ, 23 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე  წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ  სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 23 მაისს, საღამოს 22:00 საათიდან 24 მაისის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში: 

სამტრედიის, აგლაძის, წყალტუბოს N 1,2,3,4, მირცხულავას N 10,12,14,16, კოსმონავტების, დგებუაძის, ხოშარაულის N29 ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge




29/06/2022 ჯივიპი, ხვალ 30 ივნისს , მთაწმინდის რაიონში , ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები ჩაატარებს
29/06/2022 ჯივიპი, 30 ივნისს, გლდანის რაიონში ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ჩაატარებს
28/06/2022 ჯივიპი, 29 ივნისს, ვაკის რაიონში ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ჩაატარებს
28/06/2022 ჯივიპი, 29 ივნისს, დაბა წყნეთში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22/06/2022 ჯივიპი, 23 ივნისს, ღრმაღელის წყალგამტარ გვირაბზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ჩაატარებს