დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი
02/06/2022 ჯივიპი 3 ივნისს, დიდუბის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 3 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, დიღმის მას. IIკვ, N1-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 3 ივნისს, 12:00 საათიდან 3 ივნისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში
დიღმის მას. IIკვ, IIIკვ, ბელიაშვილის ქუჩას
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge