02/06/2022 ჯივიპი 3 ივნისს, ისნის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 3 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნისს რაიონში, საინგილოს ჩიხი N5-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 3 ივნისს, 23:00 საათიდან 4 ივნისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში
გალავნის (გოლოვანი), კიკეთის, ნიაბის, განთიადის, ბეთანის, საინგილოს, სათემოს, კვესეთის და დომინიკა ერისთავის ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge