დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

06/06/2022 ჯივიპი 7 ივნისს, ისნის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს


ხვალ, 7 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური ისნის რაიონში, ვაზისუბნის III მ/რ-ს, II კვარტლის N10 კორპუსთან, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში წყალსადენის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალმომარაგებას და ასევე შემდგომში ტექნიკური სამუშაოების ჩატარების დროს შეზღუდვის არეალს შეამცირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 7 ივნისს, 21:00 საათიდან 8 ივნისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისანი-სამგორის რაიონში: ვარკეთილის IV მ/რ-ს III კვარტალს, ვაზისუბნის I-IV მიკრორაიონებს, ვაზისუბნის დასახლებას, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორფ პეტეფის, დავითაიას, აშოტ კურაპალატის, მშველიძის, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, პილსუდსკის, სულაქველიძის, თამარ ღვალაძის, მხტვრების, ანჩაბეთის, კვიპაროსი, სმუსხელიშვილის ქუჩებს და წულუკიძის III-IV შესახვევებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge



29/06/2022 ჯივიპი, ხვალ 30 ივნისს , მთაწმინდის რაიონში , ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები ჩაატარებს
29/06/2022 ჯივიპი, 30 ივნისს, გლდანის რაიონში ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ჩაატარებს
28/06/2022 ჯივიპი, 29 ივნისს, ვაკის რაიონში ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ჩაატარებს
28/06/2022 ჯივიპი, 29 ივნისს, დაბა წყნეთში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22/06/2022 ჯივიპი, 23 ივნისს, ღრმაღელის წყალგამტარ გვირაბზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ჩაატარებს