12/06/2022 ჯივიპი, ხვალ 13 ივნისს, ისნის რაიონში აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება
ხვალ, 13 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნი რაიონში საინგილოს 80-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 13 ივნისს, 22:00 საათიდან 14 ივნისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში
საინგილოს, მარტყოფის, ნასაკირალის, ჩუბინიძის, ობსერვატორიის, დმანისის, მთავარანგელოზის, მახათას, ალადაშვილის, ერისთავის, ირბახის, ბზიფის, კიკეთის, გალავნის (გოლოვანი), კაიშაურის, ოძისის, ჟონეთის, სათემოს, ბეღლეთის, წურწუმიას მე-2 შესახვევს, დედოფლისწყაროს ქუჩას.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge