15/06/2022 ჯივიპი, ხვალ 16 ივნისს , ისნის რაიონში , ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები ჩაატარებს
ხვალ, 16 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში , ქეთევან დედოფლის გამზ. და თელავის ქ. კვეთიდან წინანდლის ქ. კვეთამდე ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 ივნისს, 12:00 საათიდან 17 ივნისის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, კაჩინსკის, 300 არაგველის, შავსოფლის, ბოდბეს, არბორშიკის, ზახაროვის, დოლაბაურის, წამებულის N37-65, N40-90, პატარძეულის, კაკულიას, უჯარმის, ფორაქიშვილ-სარაჯიშვილის, დ.გელოვანის, ა. ახვლედიანის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge