28/06/2022 ჯივიპი, 29 ივნისს, დაბა წყნეთში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 29 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დაბა წყნეთში, აფხაზეთის და გაგრის ქუჩებზე, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 29 ივნისს, 23:00 საათიდან 30 ივნისის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
დაბა წყნეთში: სააკაძის, თამარ მეფის, დიდგორის, მაია წყნეთელის, სოხუმის, გაგრის, გუდიაშვილის, მწვანეს, ბარათაშვილის, გრ. აბაშიძის, ერეკლე მეორეს ქუჩებს შესახვევებით და ჩიხებით,
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge