დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

29/06/2022 ჯივიპი, 30 ივნისს, გლდანის რაიონში ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებს ჩაატარებს


ხვალ, 30 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ისაკიანის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.


აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 30 ივნისს  ღამის  22:00 საათიდან 1 ივლისის დღის  12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ხიზაბავრის ( თეიმურაზ ბოჭორიშვილის) ქუჩას ჩიხებით, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩას ჩიხებით და შესახვევით, ჯანჯღავას ქუჩას შესახვევებით და ჩიხებით, ჩიქვანაიას ქუჩას ჩიხებით; ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩებს; სოფ.გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დ.თავდადებულის ქუჩებს; გაზის დასახლებას, ავჭალა 2-ის დასახლებას; ცენტოლიტის დასახლებას; ხევძმარის N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გამარჯვების ქუჩებს; ანდრონიკაშვილის II შესახვევს. მუხიანის სამხედრო დასახლება იგივე ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს თავისი შესახვევებით და ჩიხებით, მუხიანის I,II მ/რ, III მ/რ  N17, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებს, IVა მ/რ N1, 2, 3, 4, 5, 6, 7 კორპუსებს, გობრონიძის ქუჩას ჩიხებით, ზღვის უბნის (თემქის) III მ/რ-ს ყველა კვარტლებს (გარდა III მ/რ-ს I კვარტლის N1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებისა).

 

 



ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge


04/12/2022 ჯივიპი, 5 დეკემბერს, გლდანის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
01/12/2022 ჯივიპი, ხვალ 2 დეკემბერს , ვაკის რაიონში თ.გაზდელიანის ქუჩაზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
29/11/2022 ჯივიპი, 30 ნოემბერს, კრწანისის რაიონში , გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
27/11/2022 ჯივიპი, 28 ნოემბერს, სამგორის რაიონში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
22/11/2022 ჯივიპი, ხვალ 24 ნოემბერს , საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს