03/07/2022 ჯივიპი, ხვალ 4 ივლისს, ვაკის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 4 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში, ზაქარიაძის ქ. N13-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 4 ივლისს, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ნუცუბიძის N32-50 (ლუწები) 25-75 (კენტები), ზაქარიაძის და ჯებაშვილის ქუჩებს შესახვევებით, დელისის 1-ელ შესახვევს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge