დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

11/07/2022 ჯივიპი, ხვალ 12 ივლისს, ვაკის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 

ხვალ, 12 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, მინდელი ქუჩა N8ა-ს მიმდებარედ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 12 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 13 ივლისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაჟა-ფშაველას III კვ. N16-N 26 (ლუწები), ვაჟა-ფშაველას IV,V,VI კვარტლeბს, VII კვარტლის N 1,2,3,4, ვაჟა-ფშაველას გამზ. N 72-N 104 (ლუწები), N 75-N 99 (კენტები), პიკასოს, მინდელის, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) N 1-N 5 (კენტები), N 2-N 12 (ლუწები), ნუცუბიძის N 131-N 215 (კენტები) ქუჩებს, ნუცუბიძის II მ/რ-ს N 1, 1ა, 6, შავგულიძის, ჩხიკვაძის, ძოწენიძის, ანჯაფარიძის, მამასახლისოვის ქუჩებს, ქავთარაძის ქუჩას თავისი შესახვევებით, ჟღენტის, შავიშვილის, თოფურიას, სანდრო ეულისა, ნადირაძის ქუჩებს.

 

.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

08/06/2016 დიდუბის რაიონის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება
08/04/2016 “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“სპეციალური განცხადება
07/04/2016 "ჯორჯიანუოთერენდფაუერი" კიდევ ერთ, ახლადშეცვლილ 100 მეტრიან მონაკვეთს ხვალ, 8 აპრილს, დილიდან წყალმომარაგების სისტემასთან მიაერთებს
05/04/2016 დიდუბის რაიონში, წყალსადენის 500 მმ-იანი მაგისტრალის ახალი მონაკვეთი ექსპლუატაციაში გაეშვება
30/03/2016 ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურის რეზერვუარებზე, საპროფილაქტიკოსამუშაოებიხვალ, 31 მარტს დაიწყება