21/07/2022 ჯივიპი, ხვალ 22 ივლისს, საბურთალოს რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 22 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ი.პეტრიწის ქ. N13-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 22 ივლისს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდი დიღმის II მ/რ, პეტრიწის, თავდადებულის, პეტრე იბერის , გიორგი ბრწყინვალეს და ბენდუქიძის დასახლებას
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge