28/07/2022 ჯივიპი, 29 ივლისს, ვაკის რაიონში, ცაცხვების ქუჩა VIII შესახვევში ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 29 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ცაცხვების ქუჩა VIII შესახვევში ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 29 ივლისს, 11:00 საათიდან 29 ივლისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ცაცხვების ქუჩას შესახვევებით და ჩიხებით, მუხრან მაჭავარიანის,ნიკოლოზ დგებუაძის, ივანე გვარამაძის, მზია ერისთავის, ტოტო გუდავას, ლეო კვაჭაძის, ლისის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11 ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge