დაგეგმილი სამუშაოები - თბილისი

11/09/2022 ჯივიპი, 12 სექტემბერს, საბურთალოს რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს


ხვალ, 12 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიცკევიჩის ქუჩა N23-თან წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მომხმარებლებისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით კომპანიის ჯგუფები სამუშაოებს ღამის განმავლობაში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 სექტემბრის ღამის 23:00 საათიდან 13 სექტემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: 

საბურთალოს რაიონში - მიცკევიჩის, ცაგარელის, ბურძგლას, საირმის, ქართველიშვილის, სიმონ სხირტლაძის, რამიშვილისა და ტანძიის ქუჩებს, ტაშკენტის  N1-10, საირმის გორას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობი - http://www.gwp.ge



27/09/2022 ჯივიპი, 28 სექტემბერს, ისნის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
27/09/2022 ჯივიპი, 28 სექტემბერს, ნაძალადევის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
25/09/2022 ჯივიპი, 26 სექტემბერს, საბურთალოს რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
21/09/2022 ჯივიპი, 22 სექტემბერს ჩუღურეთის რაიონში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
20/09/2022 ჯივიპი, 21 სექტემბერს კრწანისის რაიონში, ხონელის ჩიხი N5-ის მიმდებარედ აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს